saqarTvelos uReltexilebi - kibiSis uReltexili

კოორდინატები 42°37`03` ჩ. გ. 44°45`14` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3400 მ
ქედი კიბის ქედი

 

სინონიმი: კიბე.

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს  კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, შანისა და შინოს შემაერთებელ კიბის ქედზე, მდინარეების სნოსწყლისა და ხდის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3400 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კიბიშის ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთაზეა კიბიშის მყინვარი.